უკრაინაში რუსეთის აგრესიას 240 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში 240 ბავშვია დაღუპული, 436-ზე მეტი კი დაშავდა.

პროკურატორის ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში – 151, კიევის ოლქში – 116, ხარკოვის ოლქში – 105, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 50, ხერსონის ოლქში – 49, ნიკოლაევის ოლქში – 45, ზაპოროჟიეს ოლქში – 28, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16,  ჟიტომირის ოლქში – 15.

აქტიური საომარი მოქმედებების გამო, მონაცემები საბოლოო არ არის. დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ ეტაპზე გართულებულია.

მსგავსი თემები