რუსეთი „აზოვსტალის მებრძოლების“ გაცვლა არ განიხილავს და მათ სასამართლოსთვის ამზადებს

უკრაინიდან რუსეთში გადაყვანილაზოვსტალელ მებრძოლებთან“ დაკავშირებით ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყება განცხადებას აკეთებს. როგოც  სერგეი ლავროვის მოადგილე აცხადებს, უკრაინელი ტყვეები სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ.

„ვიდრე უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც ჩაბარდნენ, სასამართლოს წინაშე არ  წარსდგებიან, კიევთან პატიმრების გაცვლის შესახებ განხილვა “ნაადრევი” იქნება. მოსკოვი კიევთან პატიმრების გაცვლას განიხილავს მას შემდეგ, რაც ჩაბარებულ უკრაინელ მებრძოლებს “განაჩენს გამოუტანენ” – აცხადებს ანდრეი რუდენკო.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინიდან, კერძოდ კი „აზოვსტალის ქარხნიდან“ 2 000-მდე უკრაინელი მებრძოლი გაიყვანა და დაატყვევა.

მსგავსი თემები