,,ევროკავშირის ხელმძღვანელობას მივმართავთ და ვთხოვთ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ”- ლევან იოსელიანი

,,ოპოზიციამ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწია. ჩვენ შევძელით შევთანხმებულიყავით ტექსტზე, რომლითაც ევროკავშირის ხელმძღვანელობას მივმართავთ და ვთხოვთ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ,” – ამის შესახებ „მოქალაქეებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

იოსელიანის თქმით, არსებული აჟიოტაჟი, თითქოს ოპოზიციაში ვინმე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, უნდა დასრულდეს.

„ოპოზიციამ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწია. ჩვენ შევძელით შევთანხმებულიყავით ტექსტზე, რომლითაც ევროკავშირის ხელმძღვანელობას მივმართავთ და ვთხოვთ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. მინდა, რომ ამით ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას იმ აჟიოტაჟს, თითქოს ოპოზიციაში ვინმეს არ უნდა, ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს. ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან გამიჭირდება ასეთი ადამიანის დასახელება და თუ თქვენ იცით ვინ არის ეს, ამის შესახებ ღიად უნდა ითქვას.

ეს მიმართვა არის მნიშვნელოვანი გზავნილი ოპოზიციის მხრიდან ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება ბევრი გვქონდეს საკამათო, ბევრი განსხვავებული აზრი არსებობდეს, მაგრამ ევროკავშირი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ეს არის ამ ქვეყნის უპირობო და ერთმნიშვნელოვანი არჩევანი“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი თემები