,,30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით” – აშშ-ის საელჩო

საქართველოში ამერიკის საელჩო ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ 30 წელია მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენაა მიმართული.

,,30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან”,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოსგან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება გუშინ ითხოვა.

,,რადიკალურმა ოპოზიციამ აშშ-ის საელჩოს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაში დასდო ბრალი”- ირაკლი კობახიძე

მსგავსი თემები