მიხეილ სააკაშვილთან დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს შეუშვებენ

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სააკაშვილთან დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი დაუშვა.

ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველები მოსამართლისგან ითხოვდნენ, ცენტრ ემპათიას ექსპერტების დაშვებას მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში, ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

შუამდგომლობას დაეთანხმა პროკურატურაც. ზუსტი თარიღი, თუ როდის მოინახულებენ ექსპერტები მიხეილ სააკაშვილს, უცნობია.

 

მსგავსი თემები