,,მეც ვყოფილვარ ნაციონალური მოძრაობის შავ სიაში, რაც შემთვის ძალიან დიდი პატივი და კომპლიმენტია“- თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა უნდა შეწყვიტონ ,,შავი სიების” გამოქვეყნება. მისი თქმით, ოპოზიციის აღნიშნული ნაბიჯი წარმატებული ვერ იქნება.

„მე უკვე ვეღარც ვითვლი, მერამდენე შავი სიაა. შავი სიები ქვეყნდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკვე მრავალი წელია და წელიწადში რამდენჯერმე. ან ეს იდეა უნდა მიატოვონ, რადგან ვერც ერთხელ შავი სია წარმატებული ვერ იქნა, ან სიის ფერი შეცვალონ, ან რაღაც ახალი მოიგონონ იმიტომ, რომ მეც ვყოფილვარ მათ შავ სიაში, რაც შემთვის მხოლოდ ძალიან დიდი პატივი და კომპლიმენტია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ მოითხოვა,  შედგეს იმ მოსამართლეების, პროკურორებისა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა სია, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ დევნას, და ფეხქვეშ თელავენ სასამართლო სისტემას.

მსგავსი თემები