სკოლაში სროლის შედეგად 14 მოსწავლე და 1 მასწავლებელი დაიღუპა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასის შტატში, ერთ ერთ სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა განხორციელდა. სროლის შედეგად მოსწავლეები და მასწავლებელი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, დაწყებით სკოლაში გარდაცვლილია 14 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. არიან დაშავებულებიც, რომლებიც კლინიკებში გადაიყვანეს.

თავდამსხმელი კი 18 წლის მამაკაცი იყო, რომელიც გაქცევისას პოლიციელების ტყვიას ემსხვერპლა.

 

მსგავსი თემები