პირობის შეუსრულებლობისთვის პოლონეთი  გერმანიას აკრიტიკებს

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, გერმანიამ დადებული პირობა არ შეასრულა და პოლონეთს ტანკები არ გადასცა. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ  დავოსის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე მედიასთან გააკეთა.

საუბარია „ლეოპარდებზე“ რომელიც გერმანიას პოლონეთისთვის უნდა მიეწოდებინა, თუმცა, აღნიშნული დაპირება ამ დრომდე შეუსრულებელია.

„თქვენ არ შეგისრულებიათ მოცემული პირობა, რის გამოც ჩვენ იმედგაცრუებული ვართ. პოლონეთმა უკრაინას დიდი რაოდენობით ტანკები გადასცა, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს ჩვენი ვალდებულებაა, როგორც მეზობელი სახელმწიფოსი, თქვენი მხრიდან კი პირობა დარღვეულია“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები