საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ტესტები შემოვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს მალე იქნება „მაიმუნის ყვავილის“ პისიარ ტესტი. როგორც გამყრელიძე აცხადებს, სიმპტომების შემთხვევაში, 21 დღიანი იზოლაცია იქნება საჭირო.

„დღეს არის დაკვირვებისა და მზადყოფნის რეჟიმი. უნდა გავაძლიეროთ ეპიდზედამხედველობა გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე, გვქონდეს სიმძლავრეები, რომ დავსვათ ლაბორატორიული დიაგნოზი.  ლუგარის ცენტრში გვაქვს საშუალება, გენუმის სეკვენირებით მოვახდინოთ „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის იდენტიფიცირება. სულ მალე სპეციალური პისიარ ტესტი გვექნება. ჩვენ მაინც დაბალი რისკის ქვეყნად ვითვლებით, მაგრამ უნდა გავაძლიეროთ ეპიდზედამხედველობა და ლაბორატორიული მზადყოფნა. საეჭვო სიმპტომებით თუ გამოჩნდა ადამიანი, აუცილებელად 21 დღის განმავლობაში უნდა იყოს იზოლაციაში“, – აცხადებ ამირან გამყრელიძე.

 

მსგავსი თემები