,,ვფიქრობ, კლინიკაში დაზღვევის მიზნითაა, რომ მართლა რაღაცა არ მოსწიოს თავის თავს”-მამუკა მდინარაზე სააკაშვილზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ექიმებს თუ  დაუჯერებს, ყველაფერი კარგად ექნება. მისი თქმით, თუკი ვინმე მის ჯანმრთელობაზე მართლა ზრუნავს მას უნდა მოუწოდონ დაიცვას ექიმის რეკომენდაციები.

,,არაერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, თუ მართლა ვინმე ფიქრობს, გულწრფელად და არა პოლიტიკური ინტერესის გამო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, რომელიც არის დღეს პატიმრობაში და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მე ვფიქრობ, შეიძლება ასე არ იყოს, დაზღვევის მიზნით, რომ მართლა რაღაცა თავის თავს არ მოსწიოს ამ კაცმა, რაღაც კვებასთან დაკავშირებით პრობლემები, თუ სხვა რაღაცეების გამო, არ ვიცი ეს დეტალები ნამდვილად. უნდა დაუჯეროს მან საკუთარ ექიმებს, ვინც მკურნალობს, ვინც ამისათვის სპეციალურად არის გამოყოფილი ალბათ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში თუ პენიტენციარულ დაწესებულებაში. თუკი ვინმე მის ჯანმრთელობაზე მართლა ზრუნავს მას უნდა მოუწოდონ დაიცვას ექიმის რეკომენდაციები და პრობლემა არ ექნება, დანარჩენი ყველაფერი არის ხელოვნურად შექმნილი პრობლემა. ევროპაში გადაყვანა კი არა საქართველოში თუ დაუჯერებს, იქნება ყველაფერი კარგად”,- განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები