„უნდა შედგეს იმ მოსამართლეების, პროკურორების და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების სია, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ დევნას”- რომან გოცირიძე

„უნდა შედგეს იმ მოსამართლეების, პროკურორების და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების სია, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ დევნას და რომლებიც საქართველოში ფეხქვეშ თელავენ სასამართლო სისტემას“, – ამის შესახებ,  რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მათი სია უნდა გადაეცეს ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს.

„ჩვენ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის საოცარი განცხადება, რომელიც პირდაპირ აშანტაჟებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და მოუწოდებს არ გაბედოს იმ მოსამართლეების „შეწუხება“ რომლებიც შემჩნეული არიან პოლიტიკურ დევნაში, რომლებიც ემსახურებიან ხელისუფლებას და გამოაქვთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები.

უფრო მეტიც, აშანტაჟებენ, ემუქრებიან და ამბოხისაკენ მოუწოდებენ იმ მოსამართლეებს, რომლებიც ახლა აშშ-ში უნდა წავიდნენ კვალიფიკაციის ასამაღლებლად, და პირდაპირი ტექსტით არის საუბარი, რომ თუკი ის პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამომტანი მოსამართლე არ წამოვა თქვენთან ერთად,  თქვენ უარს იტყვით ამ პროგრამაში მონაწილეობაზეო.

და მთავარი, იყო ძალიან კარგი ინიციატივა პოლიტიკური პარტიებისა, რომ შემდგარიყო იმ მოსამართლეების, პროკურორების და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების სია, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ დევნას, პოლიტიკური პარტიის ზონდერები არია, და რომლებიც საქართველოში ფეხქვეშ თელავენ სასამართლო სისტემას. გინდ შავი უწოდეთ და გინდ შავბნელი საქმეების გამტარებელი ადამიანების სია, ეს სია უნდა შედგეს, უნდა გადაეცეს ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს – ევროპის, ევროკავშირის, კანადის შშ-ის მთავრობებს და მათ არ უნდა ეღირსოთ ევროპასა და ამერიკაში მგზავრობა, დაე იარონ მოსკოვში, ვლადივოსტოკსა და სვერდლოვსკში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე.

მსგავსი თემები