,,რეგიონულ ფინანსურ ჰაბად საქართველოს გარდაქმნა მალე მოიტანს ხელშესახებ შედეგებს”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „სიტიბანკის“ საბანკო, კაპიტალის ბაზრებისა და მრჩეველთა თავმჯდომარის მოადგილე ჯეი კოლინზთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ჯეი კოლინსთან შეხვედრაზე საქართველოს უპირატესობები და ბიზნესის კეთების სიმარტივე განიხილა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რეგიონულ ფინანსურ ჰაბად საქართველოს გარდაქმნა მალე მოიტანს ხელშესახებ შედეგებს.

„დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პარალელურად,ვაგრძელებ შეხვედრებს.  დღეს CitiBank-ის თავმჯდომარის მოადგილეს შევხვდი. რეგიონულ ფინანსურ ჰაბად საქართველოს გარდაქმნა მალე მოიტანს ხელშესახებ შედეგებს“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი თემები