,,ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას არ მოსწონს ეს იდეა”- მარკ რუტე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მარკ რუტეს განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი მალე გახდება. რუტეს  განმარტებით, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა აღნიშნულ იდეას მხარს არ უჭერს და ასევე, ეს უსამართლო იქნებოდა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ, რომლებიც წევრობის კანდიდატის სტატუსს წლებია ელოდებიან.

,,ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას არ მოსწონს ეს იდეა. ეს, ასევე უსამართლო იქნება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ, რომლებიც გაცილებით დიდხანს ელოდნენ კანდიდატის სტატუსს.

​ევროკომისიამ ჯერ უნდა უპასუხოს კიევის მთავრობის თხოვნას, გახდეს წევრობის კანდიდატი, შემდეგ კი, მთავრობის მეთაურები გადაწყვეტენ, მოხდება თუ არა ეს. არის შესაძლებლობა, რომ უკრაინა გახდეს პოტენციური კანდიდატი, მათ უთხრეს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან ამ სტატუსის მისაღებად. ეს ადრეც მოხდა ბოსნიასთან, რაც დაეხმარება უკრაინის მთავრობას, არ იყოს დემოტივირებული,”- აღნიშნა ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა.

 

მსგავსი თემები