უკრაინაში რუსეთის აგრესიას 234 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის აგრესიის შედეგად, ომის დაწყებიდან დღემდე 234 ბავშვი დაიღუპა, 667-ზე მეტი კი დაშავდა.

უწყების ინფორმაციით, ყველაზე მეტი მსხვერპლი დონეცკის, კიევის, ხარკოვს, ჩერნიგოვის, ლუგანსკის, ხერსონის, მიკოლაევის, ზაპოროჟიეს, სუმისა და ჟიტომირის რეგიონებშია.

პროკურატურის ცნობით, რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 848 სასწავლო დაწესებულება, მათგან 173 მთლიანად განადგურდა.

მონაცემები საბოლოო არაა, რადგან აქტიური საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს, ტერიტორიის ნაწილი კი ოკუპირებულია.

მსგავსი თემები