დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. “პიჯაკების საქმეზე” მიხეილ სააკაშვილის  მორიგი პროცესი გაიმართება. სასამართლო სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული.

უფლებადამცველები მოსამართისგან ელოდებიან პასუხს, მოხდება თუ არა მიხეილ სააკაშვილთან ალტერნატიული კონსილიუმის წევრი ექიმების შეშვება.

სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ჯანმრთელობის გაუარესების გამო სხდომას, სავრაუდოდ, ისევ ვერ დაესწრება.

,,ბუნებრივია პიჯაკების საქმეც არის წმინდა წყლის პოლიტიკური ბრალდებები და პოლიტიკური რეპრესიების ნათელი გამოხატულება, სამწუხაროდ ჩემი გუშინდელი ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტთან, მე ვვარაუდობ რომ ის სავარაუდოდ ვერ შეძლებს გამოცხადებას სასამართლო პროცესზე, იმიტომ რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო რადიკალურად გაუარესებული, თუმცა ჩვენ ველოებით პასუხს შუამდგომლობაზე, რომელიც წინა პროცესის დავაყენეთ, ეს გახლდათ შუამდგომლობა იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ დაავალოს პენიტენციურ სამსახურს რომ შეწყდეს კანონის მუდმივი დარღვევა. სამწუხაროდ დღემდე, ვერცერთმა სასამართლომ ვერ გაბედა ამაზე შუამდგომლობის არათუ დაკმაყოფილება, არამედ განხილვის დასრულება”,- განაცხადა თუთბერიძემ.

მსგავსი თემები