ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოს საკითხზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს

უცხოური მედიის ინფორმაციით, ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოს საკითხზე სავარაუდოდ უახლოეს დღეებში იმსჯელებს.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის განცხადებით, ემბარგოს დაწესება არ გამოიწვევს კრემლის ავტომატურად შესუსტებას, რადგან ნავთობის მზარდი ფასები რუსეთს საშუალებას აძლევს, მიიღოს მეტი შემოსავალი ნაკლები მოცულობის გაყიდვითაც. მინისტრმა აღნიშნა, რომ განიხილება ნავთობის ღირებულების ზედა ზღვარის დაწესებაც, რათა არ მოხდეს ნებისმიერი ფასის გადახდა ნავთობში.

არსებული ცნობით, რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას  უნგრეთი ეწინააღმდეგება.

მსგავსი თემები