,,უკრაინაში რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა ომმა ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია”- ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით,  რუსეთის სასტიკი და არაპროვცირებული ომი უკრაინაში ცდება  ევროპის საზღვრებს და გლობალური საკითხია. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ტოკიოში აშშ-ის, იაპონიის, იდნოეთისა და ავსტრალიის სამიტის გახსნისას ისაუბრა.

„უკრაინაში რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა ომმა ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია, ქუჩებში უდანაშაულო ადამიანები დახოცეს, მილიონობით ლტოლვილი იძულებით გადაადგილებული ან გადასახლებულია. ეს არის მეტი, ვიდრე მხოლოდ ევროპული საკითხი, ეს არის გლობალური საკითხი“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენის თქმით, ვლადიმერ პუტინი ცდილობს კულტურის განადგურებას და  რუსეთის სამიზნეს უკრაინაში სკოლები, ეკლესიები და მუზეუმები წარმოადგენს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ გააგრძელებს თავის პარტნიორებთან მუშაობას გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ.

მსგავსი თემები