ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეწინააღმდეგება, თუმცა  ბრალდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას უსვამს ხაზს.

მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის განცხადებით, ბრალდებულისგან დანაშაულის გაგრძელების საფუძველი არსებობს.

„ეს ის შემთხვევაა, რომ არ გავალ სათათბიროდ, ადვოკატიც მომხრეა პატიმრობის შუამდგომლობის. სასამართლომ ადგილზე თათბირით მიიღო გადაწყვეტილება და მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ არსებობს აღკვეთის შუამდგომლობის გამოყენების გარემოებები და დაადგინა, რომ პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდება და დანაშაულებრივი ქმედება, მეუღლის მიმართ მკვლელობა, ორივე შემთხვევაში ბრალდებული შერაცხადია თუ შეურაცხადი, არსებობს დანაშაულის გაგრძელების საფუძველი“, – განაცხადა მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა.

შეგახსენებთ, 21 მაისს გურამიშვილის გამზირზე ქმარმა მეუღლე ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოკლა.

მსგავსი თემები