,,მიზნად გვაქვს დასახული რეგიონში ტექნოლოგიური და ციფრული აქტივების ჰაბად ვიქცეთ”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Ripple-ის გენერალურ დირექტორთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც საჯარო სექტორში ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ბიზნესზე ორიენტირებული გარემოსა და ინოვაციური მიდგომების საშუალებით, მთავრობას მიზნად აქვს დასახული, რომ საქართველო რეგიონში ტექნოლოგიური და ციფრული აქტივების ჰაბად იქცეს.

„ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია Ripple-ის გენერალურ დირექტორ ბრედ გარლინგჰაუსთან, რომელსაც ბლოკჩეინის სამომავლო პერსპექტივების და რეგულირების შესახებ საქართველოს ხედვა გავაცანი. ბიზნესზე ორიენტირებული გარემოსა და ინოვაციური მიდგომების საშუალებით, მიზნად გვაქვს დასახული რეგიონში ტექნოლოგიური და ციფრული აქტივების ჰაბად ვიქცეთ. ვისაუბრეთ საქართველოს უნიკალურ გამოცდილებაზე, რადგან მსოფლიოში პირველი ქვეყანა ვართ, რომელმაც საჯარო სექტორში ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა“, – წერს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი თემები