,,ახლა მსოფლიოს არანაირი ინსტრუმენტი არ აქვს, შიმშილის შესაჩერებლად”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ზელენსკის განცხადებით, საჭიროა შეიქმნას საკვების ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია.

„ნებისმიერი რეაგირება მასობრივ შიმშილზე დაგვიანებულია. როგორც ასეთი, შიმშილი უნდა შეაჩერო პრევენციულად, ვიდრე დაიწყება, მაგრამ ახლა მსოფლიოს არანაირი ინსტრუმენტი არ აქვს. ამიტომ უკრაინა გამოდის ინიციატივით, შეიქმნას საკვების ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ეკონომიკური და სამხედრო დახმარება უკრაინას გაცილებით ადრე უნდა მიეღო.

„იარაღი, ფინანსები, პოლიტიკური მხარდაჭერა, სანქციები – ჩვენ რომ ეს ყველაფერი 100 პროცენტით თებერვალში მიგვეღო, ათასობით სიცოცხლე გადარჩებოდა. აი, ამიტომ სჭირდება უკრაინას ყველა ის იარაღი, რომელსაც ითხოვს და არა მხოლოდ ის, რასაც ვიღებთ. აი, ამიტომ გვჭირდება ფინანსები“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები