,,საზოგადოება უნდა იცნობდეს იმ ანტიგმირებს, ვინც მუშაობს საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ”- არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე- სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია საკუთარი პოლიტიკური ინტერესით მოქმედებს და მუშაობს ყველა მიმართულებით იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირის სტატუსის მიღებაში.

,,საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესებით, რადიკალურმა ოპოზიციამ დაკარგა რეალური ფუნქცია – ხელისუფლების ოპონირება და ისინი გადასულნი არიან საქართველოს ოპონირებაზე და ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაზე საერთაშორისო ფორუმებზე, ეს ხდება სხვადასხვა ტიპის ანგარიშებით, ჩრდილოვანი ანგარიშებით, რომელსაც აწვდიან ევროპულ სტრუქტურებს, საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის გამოყენებით, საზოგადოება უნდა იცნობდეს იმ ანტიგმირებს, ვინც მუშაობს საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ. ზუსტად ასეთივე პროცესი იყო ვიზალიბერალიზაციის პროცესის განხილვის დროს,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები