თბილისში ავტობუსის გაჩერებასთან ქმარმა ცოლი დაჭრა

თბილისში, მეტროსადგურ  დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტობუსის გაჩერებასთან ქმარმა ცოლი დაჭრა. შსს-ს ინფორმაციით, კაცი დაკავებულია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მსგავსი თემები