,,სასამართლოს მიმართ ნაბიჯები თუ არ გადავდგით, ჩვენ ძალიან შორს ვიქნებით რამე დასავლური პერსპექტივისგან”- ლევან იოსელიანი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, ,,მოქალაქეების” წევრი, ლევან იოსელიანი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით  ,,რადიკალური ოპოზიცია” სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ანტი-დასავლურ პროპაგანდას აწარმოებს.

,,იმით, რაც სასამართლოში ხდება, არავინ არ არის კმაყოფილი. მე ეს ვიცი, ამაზე ბევრი გვაქვს ნამსჯელი, ამაზე დოკუმენტებია შექმნილი , სადაც კონკრეტულად არის ხაზი გასმული თუ რა არის სასამართლოში გასაკეთებელი, იმისთვის რომ კონკრეტული ადამიანების გავლენა შემცირდეს. მე ერთი რამე ვიცი, რომ ამ ქვეყანაში, სასამართლოს მიმართ ნაბიჯები თუ არ გადავდგით, ჩვენ ძალიან შორს ვიქნებით რამე დასავლური პერსპექტივისგან, იმიტომ რომ, ყველა, პირველ შეხვედრაზე გვთხოვს სასამართლოს მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას,” – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

,,რადიკალური ოპოზიცია, თავისი ლომჯარიათი, ენჯეოებით ადანაშაულებს ამერიკის საელჩოს დისკრიმინაციაში”- ირაკლი კობახიძე

მსგავსი თემები