მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელს ლვოვის რეგიონის ქალაქ სტრიში, აქტივისტებმა ბრილიანტის მწვანე შეასხეს. გავრეცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მამა ვოლოდიმირ მანძიუკი ღვთისმსახურებას წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ნაწილების გადმოსვენების პატივსაცემად ატარებდა.
მომხდარ ინციდენტს ქართველი სასულიერო პირი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
,,არავინ ამართლებს ძალადობას, არავინ არის ამ საშინელი საქციელის მომხრე. არ არის ეს ფოტო და ქმედება მოსაწონი.
ჩვენ ყველა ვგმობთ რუსეთისგან უკრაინელების წამების ფაქტს და ჩვენც იგივე ძალადობით არ უნდა ვუპასუხოთ რუსეთს. მაშინ არც ჩვენ ვიქნებით უკეთესი ქრისტიანები! გავიგე, რომ მძიმე მოსასმენია, როცა რუსეთს ვიღაც წმინდას და მართლმადიდებელს უწოდებს, მაგრამ ასე მოქცევა მაინც არ არის ქრისტიანული.
ძველი აღთქმის მიდგომაა , “კბილი კბილისა წილ, თვალი თვალისა წილ.“ ახალ აღთქმაში კი ქრისტემ გვასწავლა “მიუტევე, რამეთუ მოგეტევოს.“ დიახ, ჩვენ არ მოგვწონს რუსეთის აგრესიული რელიგია და მათი ქრისტიანული მიდგომები, მაგრამ ჩვენ უარესად არ უნდა მოვიქცეთ.
ბოროტებას მხოლოდ სიკეთით, რწმენით, ლოცვით და უფალზე მინდობით მოვერევით!”- წერს პეტრე კოლხი.