ავარიას ავტობანზე 1 ადამიანი ემსხვერპლა

ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა, ავარიის შედეგად გარდაიცვალა ერთი და  დაშავდა 5 ადამიანი. დაშავებულები სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

დაშავებულთა შორის ერთი ქვეითია, ოთხი კი ავტომანქანების მგზავრი.

შემთხვევა ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე ცოტა ხნის წინ მოხდა. შეჯახების შედეგად ორ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

მსგავსი თემები