პოლონეთი რუსეთთან ენერგეტიკულ ურთიერთობას წყვეტს

პოლონეთის კლიმატის და გარემოს მინისტრის ანა მოსკვას განცხადებით, პოლონეთი რუსეთთან ენერგეტიკულ ურთიერთობას წყვეტს.

„პოლონეთმა გააუქმა ბუნებრივ აირთან დაკავშირებული 1993 წლის მთავრობათაშორისი შეთანხმება იამალთან მიმართებით. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ დადასტურა პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილების მართებულობა, გახდეს რუსული გაზისგან სრულად დამოუკიდებელი. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ „გაზპორმი“ არასანდო პარტნიორია“, – აცხადებს ანა მოსკვა.

მედიის ცნობით, შეთანხმება მოიცავდა ბუნებრივი აირის მიწოდებას იამალის მილსადენით და ასევე, პოლონეთის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მოვლას.

მსგავსი თემები