,,ევროპა აგრძელებს მოსკოვში ყოველდღიურად მილიარდი ევროს გაგზავნას”- მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის განაცხადებით, ევროპა რუსული გაზისა და ნავთობის შეძენით ყოველდღიურად მილიარდობით ევროს აგზავნის მოსკოვში.

„რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრიდან მესამე თვე სრულდება. ევროპა აგრძელებს მოსკოვში ყოველდღიურად მილიარდი ევროს გაგზავნას ნავთობისა და გაზის შეძენით. რუსეთი აგრძელებს ბავშვების მოკვლას, ქალების გაუპატიურებასა და ქალაქების განადგურებას. უკრაინელები აგრძელებენ ევროპული საზღვრებისა და დემოკრატიული ცივილიზაციის დაცვას. დასკვნები გამოიტანეთ“,- განაცხადა მიხეილ პოდოლიაკმა.

მსგავსი თემები