,,ლელო” ირაკლი ღარიბაშვილს 27 მაისს პარლამენტში იბარებს

,,ლელოს” წარმომადგენლები, ინტერპელაციის წესით, 27 მაისს, პარლამენტში პრემიერ-მინისტრს იბარებენ. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით,  მათი მთავარი მიზანია საზოგადოებამ, მიიღოს პასუხი კითხვაზე: რამდენად არის დაცული დღეს საქართველო იმისგან, რომ არ გახდეს რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების ასარიდებელი სივრცე.

,,ამ საკითხზე მე გაგზავნილი მაქვს დეტალური კითხვები სახელმწიფოს სხვა და სხვა  უწყებებთან, მათ დიდ ნაწილს ჯერ პასუხები არ გაუცია, რაც კონსტიტუციის დარღვევაა. დღეს ტრიბუნიდან მოვუწოდებთ მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია და პრემიერს – პარლამენტში მოვიდეს გატარებულ ღონისძიებებზე  კონკრეტული პასუხებით.
დღეს, შავ ხვრელად გადაქცევა თავად საქართველოსთვის არის საშიში და ძალიან დიდ ზიანს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად მოცემულ სიტუაციაში უაღრესად მნიშვნელოვანია კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხების მიღება პრემიერ მინისტრისგან,” – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 

მსგავსი თემები