რუსეთი სევეროდონეცკში ტოტალური განადგურების ტაქტიკას იყენებს

ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსეთი სევეროდონეცკში ტოტალური განადგურების ტაქტიკას იყენებს.

„ჩვენ გვაქვს რთული ვითარება, რადგან რუსეთის არმიამ ახლა მთელი თავისი ძალები ლუგანსკის ოლქის დასაკავებლად მიმართა. მათ აქვთ დიდი მიზანი და სტრატეგიული გეგმა – მივიდნენ ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე. ხვალ, 24 მაისს, უკვე სამი თვე გახდება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, ასე რომ, რუსი დამპყრობლები სამი თვის განმავლობაში ვერ გადიან ლუგანსკის რეგიონის საკმაოდ მცირე ტერიტორიას. ისინი ახლა გადავიდნენ საყვარელ ტაქტიკაზე – უბრალოდ ანადგურებენ ყველაფერს – ახლა სევეროდონეცკი განიცდის ასეთ ტოტალურ განადგურებას“, – აღნიშნა გაიდაიმ.

გაიდაის ცნობით, გამუდმებით იბომბება გზა, რაც ართულებს ევაკუაციას და ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებას.

მსგავსი თემები