,,პოდოლიაკი და გონჩარენკო ითხოვენ რუსებმა დახოცონ ქართველი ქალები და ბავშვები”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე  ირაკლი კობახიძე   უკრაინელი პოლიტიკოსების წარსულსა და პატრიოტიზმზე საუბრობს. მისი განცხადებით, მიხაილ პოდოლიაკი და ოლექსი გონჩარენკო პრორუსული განწყობებით და საქმით გამოირჩეოდნენ.

,,ჩვენ გვაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც 40 წლის ასაკში გახდნენ უკრაინის პატრიოტები და რომლებიც მანამდე გამოირჩეოდნენ პრორუსული განწყობებით და საქმით. უნდა შევახსენოთ ყველას, ვინ არის პოდოლიაკი, ვინ არის გონჩარენკო, რომლებიც ითხოვენ, საქართველოში ომის გაჩაღებას და ითხოვენ, რომ რუსებმა უნდა დახოცონ ქართველი ქალები და ბავშვები, პირდაპირი ტექსტით ვციტირებ მე მათ განცხადებას. მაგალითად, პოდოლიაკი იყო დაახლოებული იანუკოვიჩთან, გონჩარენკო იყო პირდაპირ იანუკოვიჩის პარტიის წევრი და ა.შ. ეს ადამიანები, რომლებიც მანამდე იყვნენ პრორუსული განწყობების და საქმის მკეთებლები, დღეს, 40 წლის ასაკში გახდნენ უკრაინის პატრიოტები” ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები