რუსი დეპუტატი აცხადებს, რომ „აზოველების“ გაცვლა არ უნდა მოხდეს და ისინი ტრიბუნალმა გაასამართლოს

დუმის წარმომადგენელი, ხმაურიანი დეპუტატი ლეონიდ სლუცკი აცხადებს, რომ მედიამ მისი კომენტარი არასწორად გააშუქა. საქმე ეხება ვიქტორ მედვედჩუკისაზოველებზე“ გაცვლის შესაძლებლობას.

როგორც სლუცკი აცხადებს, „აზოველების“ გაცვლა არ უნდა მოხდეს და  მათი ბედი ტრიბუნალმა უნდა გადაწყვიტოს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელების ხელში მყოფი ყოფილი უკრაინელი ოლიგარქი, პუტინის ოჯახის უახლოესი წევრი მედვედჩუკი რუსეთს სთხოვს წაიყვანოს და უკრაინელ ტყვეებში გაცვალოს. აღნიშნული წინადადება უკრაინულმა მხარემაც გააჟღერა, თუმცა, რუსეთი თავს იკავებს.

მას შემდეგ, რაც რუსულმა მხარემ „აზოვსტალი“ გაათავისუფლა და ასობით მებრძოლი დაატყვევა, გაცვლის საკითხი დღის წესრიგში ისევ დადგა.

მსგავსი თემები