თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მის მოთხოვნას გაითვალისწინებენ

ალიანსის გაფართოება და ფინეთისა და შვედეთის ნატოს წევრობა ისევ მსოფლიოს დღის წესრიგის ერთ-ერთი თემაა. თურქეთი ისევ წინააღმდეგია, ეს პრო ქვეყანა ალიანსის წევრი გახდეს.

თუმცა, არსებობს პირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას დათანხმდება.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის პირველ პირებს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის საკუთარი პირობები გააცნო.

ერდოღანი შვედეთს მოუწოდებს, გადახედოს მის ურთიერთობას ტერორისტულ დაჯგუფებებთან, ასევე ხაზი გაუსვა იარაღის ექსპორტზე ემბარგოს გაუქმების აუცილებლობას თურქეთისთვის.

ფინეთის პრეზიდენტთან საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლის არარსებობა, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს მოკავშირისთვის, არ შეესაბამება ალიანსის სულისკვეთებას.

 

მსგავსი თემები