“გენაცვალეთ ბატონო ექიმო, გულში და ხელებში” – ოლეგ კვიციანმა ბავშვს გაჩერებული გული აუმუშავა

“ფოტოზე ექიმი ოლეგ კვიციანია. ეს ის ადამიანია, რომელსაც გიორგი ჟამერაშვილის მიერ გადაღებულ ფოტოზე პატარა ბავშვი უჭირავს ხელში”, – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც 16 იანვარს, თბილისში მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება.

ამ ფოტომ ფოტომ სოციალური ქსელი ელვის სისწრაფით დაიპყრო. ინტერნეტმომრმარებლების ნაწილი იმაზე დაობდა, ფოტოზე გადაღებული ბავშვი გოგონა იყო თუ დაღუპული 4 წლის ბიჭი. მაგრამ არიან ისეთებიც, როლებიც ფოტოზე გამოსახული ადამიანების პერსონიფიცირებაზე მეტად, იმით დაინტერესდნენ, თუ ვინ რა წვლილი გაიღო თანამოქალაქეების დასახმარებლად.

როგორც ფეისბუქში გავრცელებული ინფორმაციიდან შევიტყეთ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების დროს ექიმი, ოლეგ კვიციანი, შემთხვევის ადგილთან ახლოს იმყოფებოდა. დაზარალებულების დასახმარებლად დაუფიქრებლად შევარდა შენობაში.

“ფოტოზე გამოსახულია პატარა ბიჭი, რომელიც ოლეგმა მამას ხელიდან გამოსტაცა და გაჩერებული გული აუმუშავა. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გმომდინარე, ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა. 
აღსანიშნავია, რომ ფოტოზე გამოსახული ბავშვი ყველას გოგონა ეგონა კულულების გამო, რეალურად კი სწორედ ის ბიჭუნაა, რომელიც გარდაიცვალა”, – წერს “ნიუსმაცნე”.

ფოტოს სოციალურ ქსელში მოქალაქეები გამოეხმაურნენ, ისინი მადლობას უხდიან ექიმს პროფესიული მოვალეობის შესრულებისა და გულისხმიერებისთვის:

“გენაცვალეთ ბატონო ოლეგ, ბატონო ექიმო, გულში და ხელებში. თქვენ და თქვენმა მოდგმამ იდღეგრძელეთ. არ გიცნობთ არავის, მაგრამ ჩემი საამაყო ქართველები ხართ. ჩემი მეუღლე, ზაქარია როჭიკაშვილიც ექიმია და ვიცი, რას ნიშნავს ნამდვილი სპეციალისტი”, – წერს ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი.

“ექიმს აბა რა უნდა ექნა? რა არის აქ გასაკვირი, და საოცარი, აი ყარაულს რომ გადაერჩინა, ან არა ექიმს, მაშინ იქნებოდა სამადლობელი და სასიქადულო, რაც მან გააკეთა ეს მისი მოვალეობაა. ეს არის რომ, იქ აღმოჩნდა და ის გააკეთა, რაც ევალებოდა”, – წერს მოქალაქე შალვა მამალაძე.

მის კომენტარს სხვები გამოეხმაურნენ: “ბევრს გააჩნია მოვალეობა, რასაც სიკეთის გაცემა ჰქვია, მაგრამ ისიც კი ენანება სხვისთვის. დიახ, ეკუთვნის ბატონს მადლობა და დალოცვა თავისი პროფესიონალიზმისა და პირველ რიგში ადამიანობისთვის. მეტად უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში დარაჯიც და ექიმიც, ნუ დავინანებთ მადლობას. მადლობა ექიმო, მრავალი სიცოცხლე გადაგერჩინოთ”. 

მსგავსი თემები