მამაკაცმა მეუღლეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყელი გამოჭრა

თბილისში მძიმე კრიმინალური შემთხვევა მოხდა. მამაკაცმა საკუთარ მეუღლეს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყელის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. ცოლ-ქმარი შვილებთან ერთად მგზავრობდნენ. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი ქალის გარდაცვალებით დასრულდა.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

მსგავსი თემები