„რუსეთი ენერგიას პოლიტიკურ იარაღად იყენებს“ – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ენერგეტიკა ყოველთვის იყო გეოპოლიტიკური საკითხი. დღეს კი მას რუსეთი პოლიტიკურ იარაღად იყენებს.

„წლებია, განვიხილავთ ენერგეტიკის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობას რუსეთიდან. იწ ენერგიას პოლიტიკურ იარაღად იყენებს. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ნაბიჯის გადადება, ჩვენ ვაფინანსებთ კრემლის შესაძლებლობას, აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. ეს არ არის იოლი საქმე და მოითხოვს თანამშრომლობას ბევრ ასპექტში“ – აცხადებს ბორელი.

მისი შეფასებით, ევროკავშირმა რუსეთის ნაცვლად სხვა ალტერნატიული წყარო უნდა ეძებოს. მისი თქმით, ევროკავშირის მოკლევადიანი მიზანია, ჩამოერთვას პუტინს ნახშირბადის საწვავით ვაჭრობისგან მიღებული რესურსები. 

„მიზანშეწონილია, შევქმნათ შესყიდვების საერთო მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მოლაპარაკებები და შესყიდვები განხორციელდება მონაწილე ქვეყნების სახელით. ჯერჯერობით, ჩვენ ამას ვერ მივაღწიეთ.  უკვე შევქმენით ევროკავშირის ენერგეტიკული შესყიდვების პლატფორმა, რომელიც ასევე ღიაა უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის. ეს კი საშუალებას მოგვცემს, მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევის კოორდინირება და გავამარტივოთ გაზისა და წყალბადის ერთობლივი შესყიდვა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

„გვინდა, თავი დავაღწიოთ ამ დამოკიდებულებას 2027 წლისთვის“ – ევროკავშირი რუსულ გაზზე

მსგავსი თემები