უკრაინა რომის პაპს კიევში იწვევს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებოთ ახლა ის დროა, რომის პაპი უკრაინას ეწვიოს. აღნიშნული მიწვევა და ინფორმაცია უკრაინელმა დიპლომატმა  წმინდა საყდრის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანთან შეხვედრაზე დააფიქსირა.

„მთავარეპისკოპოსს გადავეცი მილიონობით უკრაინელის იმედი, რომ პონტიფიკოსი ვიზიტით ჩამოვიდეს უკრაინაში. ის გახდება სიმბოლო მხარდაჭერისა და სულიერი ზრუნვისა ყველაზე მძიმე პერიოდში არა მხოლოდ კათოლიკეებისთვის, არამედ მთლიანად უკრაინელი ხალხისთვის. ეს არის სწორედ ის მომენტი, როდესაც მწყემსთავარი უნდა იყოს თავის სამწყსოსთან“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

ვატიკანი მზადყოფნას გამოხატავს, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებაში ჩაერთოს

მსგავსი თემები