„მდგომარეობა მძიმდება, საჭირო საზღვარგარეთ გადაყვანა“ – მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილი პირადი ექიმი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა გაუარესებისკენ მიდის. როგორც ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, საჭიროა მისი დაუყოვმებლივ საზღვარგარეთ გადაყვანა.

„რამდენიმე კვლევა გაუკეთდა, მაგრამ დასკვნებს ჯერჯერობით არ გავცნობილვარ. დღის მეორე ნახევარში შევეცდები მკურნალ ექიმს გავესაუბრო. კომპიუტერული და მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა. მიმდინარეობს სიმპტომატური მკურნალობა, გადასხმები უკეთდება. სხვა მდგომარეობა არ ვიცი, რადგან სააკაშვილი 2022 წელს არ მინახავს. მდგომარეობა უკეთესობისკენ არ მიდის. ვთვლი, რომ საჭიროა ს საზღვარგარეთ, მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება იქნება შესაძლებელი“ – აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.

 

მსგავსი თემები