,,სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება შეჩერებულიყო ქალაქის დაცვა”- დენის პროკოპენკო

ლეგიონ „აზოვის“ მეთაური დენის პროკოპენკო განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, მშვიდობიანი მოსახლეების ევაკუაცია მოხერხდა და უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ ქალაქის დაცვის შეჩერების ბრძანება გასცა.

„მარიუპოლის დაცვის 86-ე დღე. უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება, შეენარჩუნებინათ გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების სოცოცხლე, ჯანმრთელობა და შეჩერებულიყო ქალაქის დაცვა. მძიმე ბრძოლების, ყოვლისმომცველი თავდაცვისა და მარაგების ნაკლებობის მიუხედავად, ჩვენ მუდმივად აღვნიშნავდით ჩვენთვის სამ ყველაზე მნიშვნელოვან პირობას, ესენია: მშვიდობიანი მოქალაქეები, დაჭრილები და დაღუპულები. ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობიანი მოსახლეების ევაკუაცია. მძიმედ დაჭრილებმა მიიღეს საჭირო დახმარება და მოხერხდა მათი ევაკუაცია შემდგომი გაცვლითა და უკრაინის ტერიტორიაზე გადაყვანით. რაც შეეხება დაღუპულ გმირებს – პროცესი გრძელდება. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში მთელი უკრაინა შეძლებს ჯარისკაცების პატივით დაკრძალვას“, – აღნიშნა დენის პროკოპენკომ.

მსგავსი თემები