,,რუსეთის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის თავიდან ასაცილებლად”- სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთის მიერ ,,ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის” გათავისუფლება თითქმის დასრულებულია. მისი თქმით, ომის დაწყებიდან 1 377 000-ზე მეტი ადამიანი იქნა გადაყვანილი რუსეთში უკრაინიდან.

,,ქარხანაში ბლოკირებულმა ნაციონალისტებმა დანებება დაიწყეს. ამ დროისთვის ,,აზოვსტალში” 1908 ადამიანმა დაყარა იარაღი. შეგახსენებთ, რომ მანამდე იქ 1387 ქვეითი დანებდა. 177 სამოქალაქო პირი გადარჩა, მათ შორის 85 ქალი და 47 ბავშვი. ყველას გაეწია კვალიფიციური სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება. რუსეთის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის თავიდან ასაცილებლად. ამისთვის ჰუმანიტარული დერეფნები უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 1 377 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებული იქნა რუსეთში – ლუგანსკიდან, დონეცკიდან, ასევე უკრაინიდან,” – განაცხადა შოიგუმ.

მსგავსი თემები