,,ფატალურმა შედეგმა შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება”- პაატა მანჯგალაძე

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა საქართველოში ვერ ჩაუტარდება და გართულებების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა.

„როგორ ვიცი, ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოში შეუძლებელია ადეკვატური ჯანდაცვის სერვისის მიღება, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ადამიანი გადარჩეს. არის ჩვეულებრივი პატიმარი, მაგრამ ასევე განსაკუთრებულობაა იმაში, რომ მისმა ფატალურმა შედეგმა შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება, ამიტომ ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი თემები