,,ძალიან დამაზიანებელია, როდესაც ექიმების გადაწყვეტილებაზე არის ამხელა პოლიტიკური წნეხი”- დავით სერგეენკო

დავით სერგეენკომ მიმდინარე სასამართლო პროცესებსა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ოჯახის პოზიცია მათი ახლობლის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გასაგებია, თუმცა მედიკოსებზე ზეწოლა უნდა შეწყდეს.

,,ძალიან დამაზიანებელია, როდესაც ექიმების გადაწყვეტილებაზე არის ამხელა პოლიტიკური წნეხი. ოჯახის პოზიცია გასაგებია, თუმცა თუ პოლიტიკოსები რაღაცნაირად მონახავენ თავის თავში ძალას და თუნდაც 2 დღიან მორატორიუმს გააკეთებენ იმისათვის, რომ ექიმებზე ასეთი წნეხი და ასეთი პირდაპირი მუქარა არ იყოს. მისცენ საშუალება, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ,” – აღნიშნავს დავით სერგეენკო.

მსგავსი თემები