ლუგანსკის რეგიონში საჰაერო იერიშის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ცნობით, ხუთშაბათს საჰაერო იერიშის შედეგად, ოლქში სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა. მისი თქმით, დაბომბვისას განადგურდა საცხოვრებელი სახლები.

გაიდაიმ აღნიშნა, რომ თავდასხმების მიუხედავად, რუსეთს ლუგანსკისა და დონეცკის ფრონტზე წინსვლა არ აქვს.

,,სევეროდონეცკზე თავდასხმა წარუმატებელი აღმოჩნდა. რუსებმა საკადრო დანაკარგები განიცადეს და უკან დაიხიეს”- განაცხადა გაიდაიმ.

ამასთან, ქალაქ სევეროდონეცკის მოსახლეობას ერთი კვირაა არ მიეწოდება ელექტროენერგია და  ინტერნეტი .

 

მსგავსი თემები