დონბასში ოპერაციების გასაძლიერებლად რუსეთმა შესაძლოა, ძალები მარიუპოლიდან გადაისროლოს

დონბასში ოპერაციების გასაძლიერებლად რუსეთმა შესაძლოა, თავისი ძალები მარიუპოლიდან გადაისროლოს, – აღნიშნულ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს.

„მას შემდეგ, რაც რუსეთი მარიუპოლის უსაფრთხოებას დაიცავს, სავარაუდოა, რომ ის გადაიყვანს თავის ძალებს, დონბასში ოპერაციების გასაძლიერებლად. უკრაინის მუდმივი წინააღმდეგობა მარიუპოლში ომის დაწყების შემდეგ ნიშნავს, რომ რუსული ძალები ამ მხარეში ხელახლა უნდა აღიჭურვონ და განახლდნენ, ვიდრე ისინი ეფექტურად განლაგდებიან“, – ნათქვამია სადაზვერვო მიმოხილვაში.

თუმცა, ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია, სავარაუდოდ, ამას სამხედროების სათანადო მომზადების გარეშე გააკეთებს.

„ოპერატიული მიზნების სადემონსტრაციოდ მიღწევის გამო რუსეთის სამხედრო სარდლობა ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, სწრაფად გადაანაწილებს ძალებს სათანადო მომზადების გარეშე და ეს ქმედება ძალების შემდგომი ამოწურვის რისკებს შეიცავს“, – ნათქვამია განცხადებაშო.

 

მსგავსი თემები