,,ოპოზიცია ყველა საერთაშორისო ფორმატში მუდმივად აცხადებს, რომ უნდა მოხდეს საქართველოს დასანქცირება”- ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით , ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებენ. მისი თქმით, ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, ყველა საერთაშორისო ფორმატში განაცხადოს, რომ მოხდეს საქართველოს ან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება.

„ნახეთ, ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის ფორმატზე ოპოზიციას რა რეაქცია ჰქონდა. ოპოზიციას მოლოდინის შექმნის სურვილი აქვს, რომ თუ საქართველო არ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება ხელისუფლებაზე დარტყმა და ეს იქნება მათთვის რევოლუციური სცენარის განხორციელების საშუალება. ამ ნარატივით საუბრობენ ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც. ოპოზიცია მუდმივად ყველა საერთაშორისო ფორმატში მუდმივად აცხადებს, რომ უნდა მოხდეს საქართველოს ან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება. ყველანაირად ცდილობენ, რამენაირად საქართველოსა და ქვეყანასთან დაკავშირებული ადამიანების დასანქცირება მოხდეს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მთელი კამპანია აწარმოეს.

რაც შეეხება კრიტიკას, შეიძლება, რომელიმე დაპატიმრების გამო კრიტიკა საქართველოს მიმართ გაისმას, მაგრამ ყველა ასეთ კრიტიკოსს მოვუწოდებთ, კონკრეტული საკითხები შეისწავლონ. „რუსთავი 2“ კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა და ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ ერთი და იგივე ადამიანები საქართველოს ხელისუფლებას მედიის შეზღუდვაში ადანაშაულებდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ კანონმა ზუსტად იმუშავა, ანალოგიური ხდება ახლაც. ყველა ჯანსაღ კრიტიკას ჯანსაღად ვიღებთ და ამის დეფიციტი არ გვაქვს, მაგრამ როცა კრიტიკა ხელისუფლების დისკრედიტაციას ემსახურება და ოპოზიციის არაჯანსაღი დღის წესრიგის გატარებას, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს უფლება, კრიტიკას კრიტიკით ვუპასუხოთ და აქ არანაირი ანტიდასავლური კამპანიის წაკითხვა არ შეიძლება“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსგავსი თემები