,,40 მილიარდი ჰაერიდან არ მოდის”- რენდ პოლი

აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 86-მა სენატორმა, წინააღმდეგი წავიდა 11 და თავი შეიკავა ორმა.

გასულ კვირას, აღნიშნული ფინანსური დახმარების დაჩქარებული წესით გაცემა რესპუბლიკელი სენატორის რენდ პოლის წინააღმდეგობის გამო შეყოვნდა.

,,როდესაც ამერიკელები სასურსათო მაღაზიაში წავლენ, პროდუქტებში უფრო მეტს გადაიხდიან. როდესაც ბენზინის ჩასასხმელთან მივლენ, საწვავში მეტი დაეხარჯებათ. იმიტომ, რომ უფასო სადილი არ არსებობს. 40 მილიარდი ჰაერიდან არ მოდის. ვალი ინფლაციას იწვევს,” – განაცხადა რენდ პოლმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფის თხოვნით კანონმდებლებს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიმართა. ფინანსური დახმარების დიდი ნაწილი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემაზე დაიხარჯება.

მსგავსი თემები