,,ტრამპს პუტინის მიმართ, ზოგჯერ პირფერობის და ზოგჯერ დამფრთხალი რეაქცია ჰქონდა”- ჩაქ შუმერი

აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 86-მა სენატორმა, წინააღმდეგი წავიდა 11, თავი შეიკავა ორმა.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაქ შუმერმა, უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგეებს კენჭისყრის დაწყებამდე მიმართა. შუმერმა სიტყვით გამოსვლისას, პუტინის მიმართ ტრამპის არასწორი პოლიტიკა გააკრიტიკა.

,,ამ გადაუდებელი დახმარების მიღებით სენატი ეუბნება უკრაინელ ხალხს, რომ გზაშია რეალური, მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც მათ გამარჯვებას უზრუნველყოფს. გზაშია დახმარება გამარჯვებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჯაველინების, სტინგერების და სხვა აღჭურვილობის სახით, საჭმელით და თავშესაფრით იმ 6 მილიონი უკრაინელისთვის, რომელიც მეზობელ ქვეყნებში გაექცა პუტინის სასტიკ, შემზარავ დაბომბვებს. მიმაჩნია, რომ ის სამხედრო დამნაშავეა.

როგორც ჩანს, უფრო და უფრო მეტი რესპუბლიკელი ისეთივე რბილია პუტინის მეთოდების მიმართ, როგორც ჩვენ ყოფილი პრეზიდენტის – ტრამპის მხრიდან ვნახეთ. ყველამ ვიცით, როგორი რეაქცია ჰქონდა ტრამპს პუტინის მიმართ. ზოგჯერ პირფერობის, ზოგჯერ დამფრთხალი. ახლა ჩვენ პუტინის სისასტიკეს ვუყურებთ. ვნახეთ, როგორც ცდებოდა ტრამპი, თუმცა ამ 11-მა “მაგა” რესპუბლიკელმა ხმა დებატების წინააღმდეგაც კი მისცა” – აღნიშნა შუმერმა.

ფინანსური დახმარების დიდი ნაწილი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემაზე დაიხარჯება.

მსგავსი თემები