,,ოპოზიციის ერთადერთი სურვილია, ხელისუფლებაში მოსვლა და ძალაუფლების მოპოვება”- დავით სერგეენკო

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ ხელი შეუშალონ, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში.

სერგეენკო თქმით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას გაცხადებული აქვს თავისი ნება, რომ ევროკავშირის წევრობა უნდა. მისი განცხადებით, სტატუსთან დაკავშირებით ფორმალური ნაწილები გავლილია და ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროა.

„რაც შეეხება ოპოზიციის მცდელობებს, სიმართლე გითხრათ, დერეფნებში არ მინახავს ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ასეთ აქტივობებს აქვს ადგილი და ვფიქრობ, ეს ვერ იქონიებს გავლენას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ათი წლის განმავლობაში, რაც პოლიტიკაში ყოფნა მომიწია, სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტები მინახავს, როცა ერთ რამეს ამბობენ და საქმეში სხვა რამეს, ოპოზიციის ერთადერთი სურვილია, ხელისუფლებაში მოსვლა და ძალაუფლების მოპოვება. სამწუხაროდ, ხშირად, ისინი ამ გზაზე წითელ ხაზს და აკრძალვას არ ავლებენ“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

,,ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ”- ირაკლი კობახიძე

მსგავსი თემები