,,ევროკავშირი ზუსტად იმის საპირისპიროა, რასაც გვარამია განასახიერებს”- ირაკლი კობახიძე

,,ჩვენ თუ ევროკავშირს და გვარამიას ერთმანეთთან გავაიგივებთ, გამოდის, რომ ევროკავშირი ყოფილა კორუფცია, დაუსჯელობა და ა.შ. სინამდვილეში კი ევროკავშირი ზუსტად იმის საპირისპიროა, რასაც გვარამია განასახიერებს”,-  ამის შესახებ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ ისაუბრა, თუ რამდენად გამართლებული იყო ნიკა გვარამიას დაპატიმრება  საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი და ისტორიული გადაწყვეტილების წინ, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება ევროკავშირისგან.

„ჩვენ უნდა შევჯერდეთ იმაზე, რომ კანონის და სამართლის აღსრულება არის ევროკავშირი, ამ დროს კი პირიქით არის. სინამდვილეში, ევროკავშირი არის სწორედ კანონის და სამართლის უზენაესობა. ეს არის ევროკავშირი სინამდვილეში და ჩვენ არ უნდა შევჯერდეთ იმაზე, რომ კორუფციაა ევროკავშირი. თუ ევროკავშირსა და გვარამიას გავაიგივებთ ერთმანეთთან, გამოდის, რომ ევროკავშირი ყოფილა კორუფცია, დაუსჯელობა და ა.შ. სინამდვილეში კი ევროკავშირი ზუსტად იმის საპირისპიროა, რასაც გვარამია განასახიერებს. ევროკავშირი არის კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნები, თავისუფალი საზოგადოებები, სამართლის უზენაესობა, კანონის უზენაესობა და ა.შ. მე უბრალოდ, არ ვიცი, როგორ შეიძლება, ტოლობის ნიშანი დაისვას ევროკავშირსა და გვარამიას შორის?! შესაბამისად, მე ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ ამ კონკრეტულმა ფაქტმა შესაძლოა, რამე პრობლემა შექმნას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი თემები