საფრანგეთი არ გამორიცხავს, რუსეთის აგრესია სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვარაუდობს, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა შესაძლოა, სხვა ქვეყნებსაც გადაედოს. აღნიშნული შესაძლებლობა საფრანგეთის პრეზიდენტმა მოლდოვის პრეზიდენტთან – მაია სანდუსთან შეხვედრაზე დააფიქსირა.

„დნესტრისპირეთში მომხდარი არაერთი ინციდენტი აჩვენებს, რომ არ შეიძლება გამორიცხვა რისკის კონფლიქტის მეზობელ ქვეყნებზე გავრცელებასთან დაკავშირებით“, – აცხადებს ემანუელ მაკრონი.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნაზე.

მსგავსი თემები