სენატმა უკრაინისთვის 40 მილიარდ დოლარიანი დახმარება დაამტკიცა

უკრაინისთვის 40 მილიარდ დოლარიანი დახმარება, რომლის დამტკიცებასაც სენატში პრობლემები შეექმნა, მოგვარებულია. სენატმა გადაწყვეტილება სრული უმრავლესობით მიიღო. 86 ხმა 11-ის წინააღმდეგ – ასეთია სენატის პასუხი რუსულ ომს უკრაინაში.

კანონპროექტი უკვე გაიგზავნა თეთრ სახლში, რომელსაც ხელი პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა მოაწეროს.

აღნიშნული თანხა კი ამერიკის იუსტიციის სამინისტროს, პენტაგონის, ბირთვული რეგულირების კომისიის, სოციალური სამსახურებისა და ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა უწყებების ფონდებიდან გამოიყოფა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დახმარების დამტკიცებას სენატში პრობლემები შეექმნა, კერძოდ, ის „რესპუბლიკელმა“ წევრმა დაბლოკა.

მსგავსი თემები